გასული სეზონი ქართული სპორტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
არაერთმა ქართველმა სპორტსმენმა წარმოაჩინა საკუთარი თავი და ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე და ბევრიც საკუთარ საქმეში ჩემპიონი გახდა.
გთავაზობთ ჩვენი ვერსიით გასული წლის ტოპ 5 საუკეთესო ქართველ სპორტსმენს:
1. ტატო გრიგალაშვილი - 2024 წლის ძიუდოს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი.
2. ილია თოფურია - 2024 წელს ილია პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.
3. ოთარ კიტეიშვილი - 2024 წელს ოთო ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონი და სეზონის საუკთესო ფეხბურთელი გახდა. ამავდროულად მას ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაში დიდი წვლილი მიუძღვის.
4. მერაბ დვალიშვილი - 2024 წელს მერაბმა ჰენრი სეხუდოს დამარცხებით UFC-ის ქამრისთვის ბრძოლის უფელბა მოიპოვა.
5. გიორგი სარდალაშვილი - 2024 წელს 20 წლის გიორგი გახდა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონი.
6. გიორგი ცხოვრებაძე - 2024 წელს დებიუტანტ საქართველოს ნაკრებში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო სწორედ გიორგი იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ვერსია მხოლოდ ამ მომენტისთვისაა შედგენილი. წინ დიდი ზაფხული გველის, სადაც ჩვენები ევრო 2024-ზე და ოლიმპიადაზე ეცდებიან ქვეყნის ღირსების დაცვას.