6 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ქართველი ძიუდოისტები ყველა წონაში იბრძოლებენ ოქროსთვის - ლაშა გუჯეჯიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ოლიმპიური თამაშების წინ ოპტიმისტური განწყობით გამოირჩევა. ლაშა გუჯეჯიანის განცხადებით, გუნდი საბრძოლო განწყობით გამოირჩევა და შესაბამისად, ქართველი ძიუდოისტები ყველა წონით კატეგორიაში ოქროსთვის იბრძოლებენ.

გუჯეჯიანის თქმით, ქართველი ძიუდოისტების გუნდს საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ პარიზის ოლიმპიურ ტურნირზე ყველა წონით კატეგორიაში შეძლოს ოცნების ასრულება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიური ტურნირის ფარგლებში პირველად მიიღებს მონაწილეობას გუნდურ გათამაშებაში.

Facebook კომენტარები