„ატლანტა იუნაიტედის“ და „ინტერ მაიამის“ შეხვედრა ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ შოუდ იქცა. საბა ლობჟანიძემ ლიონელ მესის გუნდს ორი გოლი გაუტანა და დაამარცხა.
ლიგის ლიდერების წინააღმდეგ შესრულებული დუბლისა და შესანიშნავი თამაშის შედეგად, ქართველ ფეხბურთელს ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიანიჭეს. აღნიშნულ პრიზს აქამდე ისეთი ფეხბურთელები ფლობდნენ, როგორიცაა ლიონელ მესი, ლუის სუარესი და კრისტიან ბენტეკე.
ქართველი ფეხბურთელის წარმატებული გამოსვლის შედეგად, „ატლანტა იუნაიტედი“ კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა საპლეიოფო ზონას. 6 ქულიანი დაშორების შემცირებას „ატლანტა იუნაიტედი“ „შარლოტის“ წინააღმდეგ, მომავალ ტურში შეეცდება.