1 წლის და 4 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კრიშტიანუ და სხვა ვარსკვლავები - როგორი იქნება პორტუგალიის ნაკრების XI საქართველოსთან

ევრო 2024-ის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად პორტუგალიის ნაკრები განიხილება, რომელიც გერმანიაში ვარსკვლავური შემადგენლობით ჩავა.

პირენეელთა ამბავი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან F ჯგუფში, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე სწორედ ისინი იქნებიან. 

"ლუზიტანების" მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს მინდორზე ასეთი შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია:

მეკარე: დიოგუ კოშტა (პორტუ)

დაცვა: ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), დიოგუ დალო (მანჩესტერ იუნაიტედი)

ნახევარდაცვა: ჟოაუ პალინია (ფულემი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ვიტინია (პსჟ)

თავდასხმა: რაფაელ ლეაუ (მილანი), კრიშტიანუ რონალდუ (ალ ნასრი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი)

გავიხსენოთ ისიც, რომ თერთმეტეულში მოხვედრის პრეტენზია ექნებათ ისეთ ვარსკვლავებსაც, როგორებიც ჟოაუ ფელიქსი, დიოგუ ჟოტა, გონსალუ რამუში, ნუნუ მენდეში და სხვები არიან.

ასეა თუ ისე, ერთი რამ აშკარაა: 26 ივნისს "ჯვაროსნებს" დიდი გამოცდა ელოდებათ. პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები