2 წლის და 4 თვის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ნეაპოლში შოკში არიან - რას ამბობს გუნდის ყოფილი ვარსკვლავი კვარას პსჟ-ში გადასვლაზე

კვარაცხელიას "პარი სენ ჟერმენში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი რადიო Marte-ს ეთერში "ნაპოლის" ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა გააკეთა:

"როგორ ვხედავ კვარაცხელიას კონტეს სქემაში? "კვარა" შემტევია, ფლანგზე თავისუფლად მოქმედებს. კონტე "არეცოში" ჩემი მწვრთნელი იყო, გუნდს ხშირად სინქრონიზებულად ათამაშებდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, ხვიჩას 3-5-2 სქემაში

პრობლემები შეექმნება.

კონტე შესანიშნავი სპეციალისტია, თავისი გამოცდილებით იცის, როგორ მოახერხოს გარკვეული სტილის ფეხბურთელებთან ადაპტირება, რამეთუ კვარაცხელიას კლასის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია. დიდი ალბათობით, როდესაც მას გაყიდიან, "ნაპოლის" მატჩებს აღარ ვუყურებ.