9 თვის წინ
Giorgi Chanturia
Aa

ალექსანდერ ვოლკანოვსკი - უნდა ვაღიარო, აი, ასე მომიგო ილია თოფურიამ

UFC 298-ზე ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ პირველად ისაუბრა.

35 წლის მებრძოლის განცხადებით, მისი მომდევნო ბრძოლა კვლავ საჩემპიონო ქამრისთვის იქნება და ქართველთან რევანშის აღება სურს.

„შედეგით გულდაწყვეტილი ვარ. თითქოს იმისთვის ვიბრძოდი, რომ შეცდომა არ დამეშვა და არა იმისთვის, რომ თოფურია დამემარცხებინა. მან ბრძოლის მიმდინარეობა სწორად წაიკითხა, სიტუაცია გააანალიზა და გაიმარჯვა.

სწრაფად დაბრუნებას არ ვაპირებ. ზედიზედ ორჯერ წავაგე ნოკაუტით და უნდა დავისვენო. მე ჩემპიონი ვიყავი და ვთვლიდი, რომ აქტიური უნდა ვყოფილიყავი, მუდამ მზად ბრძოლისთვის. ახლა ეს სტატუსი აღარ მაქვს და შემიძლია, საკუთარ თავს დრო დავუთმო.

ჩემი შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის იქნება. შესაძლოა, სანამ მე აქტიური არ ვიქნები, ილია თოფურიამ ტიტული დაიცვას, თუმცა მე აუცილებლად შევეცდები ქამრის დაბრუნებას. ადრე სულ სხვა რამისთვის ვიბრძოდი, ახლა კი საკუთარი თავისთვის ვაპირებ ამის გაკეთებას. მადლობა მხარდაჭერისთვის, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ „იუთუბის“ საკუთარ არხზე.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ილია თოფურიამ ავსტრალიელი ნოკაუტით მეორე რაუნდში დაამარცხა და UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.

Facebook კომენტარები