სერხიო პერესმა ფორმულა 1-ის ბოლო გრან პრი წარუმატებლად დაასრულა. იგი ბოლიდის დაზიანების გამო რბოლას ნაადრევად გამოეთიშა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ „რედ ბულის“ ბოლიდის საკმაოდ დიდი ნაწილი განადგურდა. მისი ნარჩენებისა და ნაწილების გატანა სპეციალური ტექნიკით გახდა საჭირო.
კრისტიან ჰორნერის განცხადებით, მსგავსი შემთხვევის შემდეგ მის გუნდს საკმაოდ დიდი ხარჯების გაწევა მოუწევს, რაც ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დააზიანებს. როგორც ჰორნერმა აღნიშნა, ბოლიდის აღდგენის სანაცვლოდ „რედ ბულს“ დამატებით 2-3 მილიონის დახარჯვა დასჭირდება.
„რედ ბულის“ მბრბოლელების წარუმატებელი გამოსვლის ფონზე, წლევანდელი მონაკოს გრან პრი „ფერარის“ გამარჯვებით დასრულდა.