1 წლის და 4 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

უნიკალური შანსი ქართველ გულშემატკივრას! - ფედერაციის ახალი ინიციატივა

მოგეხსენებათ, რომ ივნისში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი შედგება. 

ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მატჩებს 18, 22 და 26 ივნისს გამართავს. 

ამ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ყველა ბილეთი გაყიდულია. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერისთან ერთად ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მათ ვინც გერმანიაში ვერ მიდის შანსს აძლევს, რომ ნაკრებს სტადიონიდან უგულშემატკივრონ. 

ამ სამ თამაშთან დაკავშირებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რამდენიმე ეკრანი განთავსდება და ხალხს საშუალება ექნება, მატჩებს კარგ გარემოში უყურონ და ჩვენს გუნდს გვერდში ერთად დაუდგნენ. 

აქვე გეტყვით, რომ სტადიონზე დასწრება უფასო იქნება.

Facebook კომენტარები