საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება მას შემდეგ, რაც ის იტალიურ კლუბ "ნაპოლიში" გადავიდა.
მას იტალიელები მოფერებით "კვარადონასაც" კი უწოდებენ, ზოგჯერ კი ქართველ მესიდაც მოიხსენიებენ.
კვარაცხელიას პოპულარობასთან ერთად, იზრდება სოციალურ ქსელებში მისი სახელით გახსნილ ანგარიშთა რაოდენობაც. ერთ-ერთია მაგალითად "kvara77". ამ ანგარიშის აღწერაში ქართველი ხვიჩა კვარაცხელია სომეხ ფეხბურთელად არის დასახელებული.