როგორც მოგეხსენებათ, 24 წლოს ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქოჩორაშვილს “ლევანტესთან” ერთად ლა ლიგა 2-ში ხანგრძლივი სეზონის გავლა უწევს.
2 ივნისს “ლევანტეს” სტუმრად “უესკას” წინააღმდეგ ლა ლიგა 2-ის უკანასკნელი შეხვედრის გამართვა უწევს.
ესპანურმა გუნდმა კეთილსინდისიერება გამოიჩინა და ქოჩორაშვილი ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
24 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების შეკრებას შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
ცნობისთვის, ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.