კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თავისი დილის რუტინის შესახებ ისაუბრა და ფართო მასებისთვის საიდუმლო გაამხილა:
"რომ ვიღვიძებ პირდაპირ ცივ წყალში ვწვები, შემდეგ წყალს ვსვავ, რადგან ორგანიზმი ძილის შემდეგ დეჰიდრირებულია"
"დილით გარეთ გავდივარ 2-3 წუთით, რათა ჩემმა ტვინმა ინფორმაცია მიიღოს, რომ უკვე დილაა"
"ამ ყველაფრის შემდეგ ვჭამ, ყავას ვსვამ და დროს ოჯახთან ერთად ვატარებ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა კრიშტიანუმ.