როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებისთვის ამ ჩემპიონატზე ასპარეზობა საკმაოდ კარგად დასრულდა, რადგან ქართველმა ძიუდოისტებმა 2-ი ოქროსა, 1-ი ვერცხილსადა 1-იც ბრინჯაოს მედლის მოპოვევება შეძლეს.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, “IJf”-მ (ძიუდოს საეთაშორისო ფედერაციამ) მსოფლიო რეიტინგი გაანახლა. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები ქართველთათვის კარგად დასრულდა.
60კგ წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 21 წლის ძიუდოისტისთვის გამახლება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მან ამ ჩემპიონატზე 2000 ქულის მოპოვება შეძლო, რითაც ის ამჟამად მსოფლიოს მეორე ნომერია. გიორგიმ ამ შედეგით შეძლო და 6 პოზიციით დაწინაურდა.
66 კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მან ამ შედეგით 1000 ქულა მოიპოვა და ის 5 პოზიციით დაწინაურდა. ამჟამად ის ამჟამად თავის წონაში მსოფლიოს მესამე ნომერია.
73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს ორი ძიუდოისტი ჰყავდა. ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი. სამწუხაროა ის, რომ ვერცერთმა მოჭიდავემ მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. სამწუხაროდ, ლაშა და გიორგი მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდნენ. გიორგი 3 პოზიციით ჩამოვიდა და მსოფლიოს 27 ნომერია, ხოლო ლაშა 1 პოზიციით და რეიტინგში მე-6 ნომერია.
81 კგ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილმა შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. ის გახდა ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომლმაც მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. მოგებული ოქროთი ტატომ 2000 ქულის მოპოვება შეძლო და ის ამჟამად მსოფლიოს მეორე ნომერია.
დიმიტრი გოჩილაძეს ასპარეზობა, მაინც შედეგიანი გამოდგა. ის რეიტინგში 12 პოზიციით დაწინაურდა და 26-ე პოზიციას იკავებს.
100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავდა. ამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველი ნომერი ილია სულამანიძე იყო, მაგრამ აზერბაიჯანელი მოჭიდავის წარმატებამ ილიას რეიტინგზე იმოქმედა და პირველობა ჩამოართვა. მათ შორის ქულათა სხვაობა კი 672-ია.
100+ კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი, სამწუხაროდ, ფინალში დამარცხდა და ამჟამად, ვერცხლის მედალის მოპოვება შეძლო. ქართველისთვის ეს შედეგი საკმაოდ მომგებიანი გამოდგა. მან ჩემპიონატზე 1200 ქულის მოპოვება შეძლო და 3 საფეხურით დაწინაურდა. ის ახლა მსოფლიოს მე-4 ნომერია.