როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ეროვნული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას დაიწყებენ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე დააგვიანდება.
მიზეზი კი ისაა, რომ "მეცს" 30 მაისსა და 2 ივნისს "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ 2 საპლეიოფო თამაში აქვს გასამართი.
ამ წყვილში გამარჯვებული ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებს და ცალსახაა, რომ "მეცს" ქართველ შემტევთან ერთად სურს თამაში.
სწორედ ამიტომ, მიქაუტაძე ნაკრებში რამდენიმე დღის დაგვიანებით გამოცხადდება, თუმცა ტურნირისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ექნება.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდის შეკრება 2 ივნისს იგეგმება