26 მარტს საბერძნეთთან პენალტების სერიაში მე-4 პენალტი ლაშა დვალმა ბრწყინვალედ შეასრულა, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა და გუნდი დიდ გამარჯვებამდე მიიყვანა.
29 წლის ფეხბურთელმა ამ პენალტზე და მათ დასარტყმელად მზადებაზე გადაცემა, "ტაიმაუტში" ყოფნისას ისაუბრა:
"პენალტების სერიისთვის ლუქსემბურგთან მატჩამდეც ვემზადებოდით, ხუთი-ექვსი ბიჭი ასრულებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვინც არ ურტყამდა, საბერძნეთთან მათ მოვიგეთ"
"ჯამში, ნაკრებში ყველას შეეძლო დარტყმა და მე მათ შორის არ ვიყავი. სულ ვამბობ, რომ ამაში ღმერთის ხელი ურევია და თითოეული ქართველი ამ დღისთვის ღმერთს უნდა უმადლოდეს“, - თქვა ლაშამ.