1 წლის და 4 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მენეჯერმა მომწერა, გამაგებინე, რომ მოხვალო" - რას ყვება ბუდუ ზივზივაძე თანაგუნდელების ბრწყინვალე დახვედრაზე

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, "კარლსრუეში" დაბრუნებულ ბუდუ ზივიზვაძეს თანაგუნდელებმა და შტაბის წევრებმა დიდი დახვდრა მოუწყვეს, რითაც მას ევროს საგზური მოპოვება მიულოცეს.

ქართველმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას სწორედ ეს მომენტი გაიხსენა:

"ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ მენეჯერმა მომწერა, მითხარი, სტადიონზე რომ შემოხვალო. ასეთ გრანდიოზულ დახვედრას არ ველოდი, რადგან გერმანიაში ემოციის გამოხატვა არ უყვართ და ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო"

"ქართული დროშები დამხვდა და მერაბ სეფაშვილის სიმღერა „ზრაპრის ბოლო კეთილია“ იყო ჩართული.  ბედნიერი ვიყავი. თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ ფიზიკურად ძალიან მოვუმატე და ასეთ ფორმაში ვარ“, - თქვა ბუდუმ.

Facebook კომენტარები