როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი იქნება, რომელთან მატჩის ჩვენი ნაკრებისთვის ამ ჩემპიონატზე სადებიუტო იქნება.
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ნაკრების 26-კაციანი განაცხადი წარადგინდა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.
კითხვა-პასუხისას მან ჩვენს გუნდზეც გააკეთა კომენტარი:
"მეტოქის დაუფასებლობა დაუშვებელია. ჯგუფში ერთმანეთისგან განსხვავებული საფეხბურთო გემოვნების მქონე სამ მეტოქეს დავუპირისპირდებით."
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი მატჩია, რომელიც ძალიან რთული იქნება. საქართველო აქამდე კომპაქტურად თამაშობდა. ეს არის გუნდი, რომელიც ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ფიფა-ს რეიტინგში ჩვენზე უკანაა."