როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში საქართველოს ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი ელის, სადაც ჩვენი ბიჭები მოტივირებულნი ჩადიან.
"ჯვაროსნების" დებიუტს ბევრი უცხოელი ფეხბურთის გულშემატკივარი გამოეხმაურა და ბევრ მათგანს ჩვენი გუნდი საკმაოდ ესიმპატიურებათ.
ამ დიდებულ მოვლენას სოციალურ მედიაში რუსი ოკუპანტებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც სხვა ფანებისგან განსხვავებით შურით არიან სავსენი:
"თუ ისინი ერთ გოლს მაინც გაიტანენ მე ავდგები და სახლს გავყიდი"
"საქართველოს ჯგუფიდან გასვლა სასაცილოდაც არ მყოფნის. შანსი არ აქვთ"
"კვარაცხელია? ჰაჰა, მას რომ თამაში სცდონოდა, რუსეთის ჩემპიონატს მოიგებდა"
"საერთოდ რატომ ჩადიან გერმანიაში? პირდაპირ 0 ქულა ჩაეწეროთ"
"ესენი უნდა იყვნენ ჩემპიონატზე და ჩვენ არა?", - წერენ ოკუპანტები.
მათი მოსაზრებები რეალობისგან საკმაოდ შორსაა, ამას კი ჩვენი ნაკრები ივნისისა და ივლისის თვეებში დაამტკიცებს!