9 თვის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

"ილია, მომიტანე შეპირებული ორი ბოთლი ქართული ღვინო", - UFC-ის მებრძოლი ჯამალ ჰილი

UFC 300-ზე ქვემძიმე წონის მებრძოლს, ჯამალ ჰილს ალექს პერეირას წინააღმდეგ საჩემპიონო ბრძოლა უწევს. აღნიშნული ბრძოლის წინ ჰილი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა, სადაც ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილზეც გააკეთა კომენტარი:

კომბინაცია, რომლითაც თოფურიამ ვოლკანოვსკი გათიშა, ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე მე გამოვცადე. ქართველ მებრძოლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. UFC PI-ში მათთან ერთად ვიყავი და ილია ორ ბოთლს ქართულ ღვინოს შემპირდა. პირველად ქართული ღვინო მერაბ დვალიშვილის სახლში დავლიე და ძალიან მომეწონა. არ ვიცი გსმენიათ თუ არა, მაგრამ ქართული ღვინო საოცრებაა. ჩემპიონობის შემდეგ ილია დაკავებული იყო და ერთმანეთს ვერ დავუკავშირდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ღვინო აღარ მინდა. ილია, მომიტანე ჩემი ღვინო. ორ ბოთლს შემპირდი და არ დაგავიწყდეს, - განაცხადა ჰილმა.

ცნობისთვის, UFC 300 14 აპრილს გაიმართება.

Facebook კომენტარები