6 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მზად ვარ ფინანსები საკუთარ თავზე ავიღო" - მამუკა ჯუღელის განცხადება

ქართველმა საფეხბურთო აგენტმა და საფეხბურთო კლუბ ფოთის "კოლხეთის" მფლობელმა, მამუკა ჯუღელმა "Geo Team"-თან ინტერბიუ ჩაწერა.

მან ეროვნულ ლიგებში მსაჯების პრობლემებზე და ამ პრობლემების გაიმჭვირვალობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხიზ გადასაჭრელად მზად არის, რომ პირადი ფინანსები გამოყოს:

"მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ დღეს ნაკრები წარმატების გზაზეა, თუმცა, როგორც გუნდის მფლობელი, უკმაყოფილო ვარ მსაჯობით. ხალხი ვერ იღებს ინფორმაციას, როგორ ზარალდებიან კლუბები საქართველოში მსაჯების კვალიფიკაციით" 

"მზად ვარ, გუნდებმა დავამატოთ საწევრო და საქართველოს ჩემპიონატის შესახებ მეტი დეტალური გადაცემა ვიხილოთ, ყველა მომენტის პროფესიონალური განხილვით. ნაკრების წარმატების შემდეგ შიდა ჩემპიონატის მიმართ დიდი ყურადღება ჩნდება"

"ჩემი სურვილი იქნება, ფედერაციის მხრიდან ყურადღება მიექცეს უფრო მეტ გაშუქებას. დღეს საქართველოს ჩემპიონატი ჩაკეტილია, ხალხს არ აქვს საშუალება, თავად გამოიტანონ დასკვნა პროცესებზე. ვფიქრობ, ჩემს სიტყვებს ყველა ქართული კლუბი დაუჭერს მხარს. ეს ჩემი თხოვნაა და იმედია, მოისმენენ. არ ვფიქრობ, რთულ საკითხზე ვსაუბრობდე. გამიჭირდება ისეთი საფეხბურთო ქვეყნის დასახელება, სადაც მსგავსი გადაცემები არ არის. თუ პრობლემა ფინანსური დაბრკოლებაა, მზად ვარ, პირადი ფინანსები გავიღო ამ ყველაფრის შესაქმნელად" 

"დიდი მადლობა ლევან კობიაშვილს იმ სიხარულისთვის, რაც საქართველოს მიანიჭა. მას ბავშვობიდან ვიცნობ, როგორც ფეხბურთელს და პიროვნებას. ასეთი პატიოსანი ადამიანები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელები არიან. იმედი მაქვს, ლევანი ამასაც გაითვალისწინებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ჩემპიონატის გაშუქებას უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ", - თქვა ჯუღელმა.

Facebook კომენტარები