როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა დაასახელა 26-კაციანი ფეხბურთელთა სია, ვინც ივნისში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადში ირაკლი აზაროვი არ შეიყვანა, რაზეც მედიასთან ისაუბრა.
"პლეიოფში ვიხილეთ შენგელიას თამაში, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ასევე გვყავდა წიტაიშვილიც.
"ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელის გამოძახება არცთუ ისე გონივრული იქნებოდა.
"ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო", - თქვა სანიოლმა.