საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.
მან ევრო 2024-ისთვის ჩვენი გუნდის 26-კაციანი სია გაასაჯაროვა:
მეკარეები: მამრდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი
მცველები: კაშია, კვერკველია, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, ტაბიძე, გველესიანი.
ნახევარმცველები: წიტაიშვილი, შენგელია, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, ალთუნაშვილი, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი
შემტევები: კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს 18 ივნისს - თურქეთის წინააღმდეგ, 22 ივნისს - ჩეხეთის წინააღმდეგ და 26 ივნისს - პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.