ფორმულა 1-ის ფანების ერთ-ერთი ფავორიტი მრბოლელი და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი უკვე მეორე სეზონია, რაც ჩემპიონატში აღარ ასპარეზობს. მან ფორმულა 2 წლის წინ, 2022 წელს დატოვა და მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სებასტიანი კვლავ აპირებს მრბოლელის როლის მორგებას.
თუმცა, რედ ბულის ლეგენდის უახლესი განცხადების მიხედვით, მის მომავალზე და ფორმულა 1-ში დაბრუნების ჭორებზე საუბარი სავარაუდოდ შემცირდება. ფეტელის განცხადებით, იგი ამჟამინდელი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია და საჭესთან დაბრუნებაზე საერთოდ არ ფიქრობს.
რედ ბულის, ასტონ მარტინის და ფერარის ყოფილი მრბოლელი საკმაოდ დიდი და წარმატებული კარიერის შემდეგ გავიდა პენსიაზე, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მოელის მის ფორმულა 1-ში დაბრუნებას.