9 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

არჩილ ბერიძე VAR-ის ჯიხურში შევიდა და მსაჯს... - ინციდენტი ეროვნულ ლიგაში

ეროვუნლი ლიგის 15-ე ტურში ბათუმის "დინამო" "აჭარებეთ არენაზე" "იბერია 1999"-ს დაუპირისპირდა, სადაც თბილისელებმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვეს.

"Geo Team"-ის ინფორმაციით, "დინამო ბათუმის" პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ მატჩის შემდეგ VAR-ის ოთახში მომუშავე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

როგორც წყარო წერს, ბერიძე მთავარი არბიტრის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილო იყო, რის გამოც ის სტადიონის VAR-ის ჯიხურში შევიდა და კიკაჩეიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ცნობილია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტი გოგას დაუკავშირდა მხარდაჭერა გამოუცხადა და შეპირდა, რომ ამ საკითხს სადისციპლინო კომიტეტი მაქსიმალური სიმკაცრით განიხილავს

Facebook კომენტარები