ცნობილი მებრძოლი ლაივ სტრიმის საშუალებით ფანებს გაესაუბრა და ილია თოფურიას კომენტარებსაც გამოეხმაურა. კონორ მაკგრეგორმა ქართველი ჩემპიონი არტიომ ლობოვს შეადარა და ორივე მათგანს ჭკუასუსტები უწოდა.
უამრავი მაყურებლის წინაშე მაკგრეგორმა თოფურიას ქამარზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქართველ მებრძოლს ნამდვილ ჩემპიონადაც კი არ თვლის.
ილია თოფურიას სურს, რომ 2025 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდეს. ირლანდიელი მებრძოლი აღნიშნულ კომენტარსაც დაცინვით გამოეხმაურა და ქართველი მებრძოლის ამბიციებს სისულელე უწოდა. მაკგრეგორის თქმით, მომავალი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის შედგენა უკვე დაწყებულია და თოფურიას ამ სიაში მოსახვედრად წელსვე სჭირდება 300 მილიონის შოვნა. შესაბამისად, კონორი თვლის რომ ქართველ სპორტსმენს აღნიშნული წოდების მოპოვების შანსიც კი არ აქვს.