ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც აბუ დაბი მასპინძლობს, მალე აიღებს სტარტს. ქართველი ძიუდოისტები აღნიშნული ტურნირის ფარგლებში იასპარეზებენ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მედლებისთვის.
გუნდური შეჯიბრის ბადეში საქართველოს წარმომადგენელი გუნდი მეოთხედფინალიდან ჩაერთვება. ისინი მონღოლეთისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. გათამაშების ცხრილში საქართველოს ბადეში ასევე საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრებები იასპარეზებენ. ჩემპიონატის საპირისპირო ბადეში მოხვდნენ ისეთი ნაკრებები, როგორიცაა ბრაზილია, გერმანია, ყაზახეთი, უზბეკეთი, ავსტრია, სამხრეთ კორეა და იაპონია.
გუნდური ტურნირი 24 მაისს დაიწყება, მიმდინარე ინდივიდუალურ მსოფლიოს პირველობაზე კი გიორგი სარდალაშვილმა უკვე მოუტანა ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს.