1 წლის და 4 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

გიორგი ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა - რომელ კლუბში გააგრძელებს თამაშს გარუსებული ქართველი ფეხბურთელი

გარუსებული ქართველი მცველი ბოლო წლების განმავლობაში „სპარტაკის“ მაისურით და კაპიტნის სამკლავურით თამაშობდა. 214 შეხვედრის ჩატარების შემდეგ „სპარტაკის“ მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ გიორგი ჯიქიასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურთ.

ჯიქია ოფიციალურად სეზონის ბოლოს დატოვებს კლუბს, თუმცა მისი აგენტის განცხადებით ახალი შეთავაზება უკვე მიიღო.

Match TV-სთან საუბრისას, ვადიმ შპინევმა „როსტოვის“ მხრიდან გამომჟღავნებულ ინტერესზე ისაუბრა. დიდი ალბათობით, ქართველი მცველი სწორედ აღნიშნულ კლუბში გააგრძელებს კარიერას. გიორგი ჯიქიას აგენტის თქმით, იგი მალე შეხვდება "როსტოვის" სპორტულ დირექტორს და პოტენციურ ტრანსფერს განიხილავს.

Facebook კომენტარები