როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლაში UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო უშანსოდ დაამარცხა. ცხადია, აღნიშნული ბრძოლის შემდეგ მერაბმა საჩემპიონო დაპირისპირება მოითხოვა.
სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო’მალიმ დაადასტურა, რომ ჩიტო ვერასთან გამარჯვების შემთხვევაში მისი მომდევნო მეტოქე მერაბ დვალიშვილი იქნება.
დვალიშვილს დავანოკაუტებ და ცხვირს გავუსწორებ, - ასეთი გამომწვევი განცხადება გააკეთა წონის მოქმედმა ჩემპიონმა.
ამერიკელმა მებრძოლმა აქვე ახსენა, რომ მას ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილიც ჰქონდა.
ცნობისთვის, ჩიტო ვერასა და შონ ო’მალის დაპირისპირება 10 მარტს შედგება.