უკრაინელმა მოკრივემ, ოლეკსანდრ უსიკმა საუდის არაბეთში დაუმარცხებელი ბრიტანელი ტაისონ ფიური მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
მატჩის შემდეგ უკრაინელმა განაცხადა: ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის დიდი გამარჯვება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ხალხისთვის, ასევე იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლა ჩემს სამშობლოს იცავენ. ძალიან ბევრი ადამიანი ლოცულობდა ჩემთვის, მიყვარხართ. ვფიქრობ, მამაჩემი ახალ მიყურებს და ძალიან ბედნიერია.