როგორც მოგეხსენებათ, UFC 298-ზე სატიტულო ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი გადაიბარა.
ძალიან მალე UFCmexico-ზე იარი როდრიგესისა და ბრაიან ორტეგას დაპირისპირება შედგება.
როდრიგესმა მედია დღეზე თავისი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა:
ილიასთან ბრძოლა არ მსურს. ილიას ცემა მინდა. ამ ორს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. თუ სადმე დავინახავ უმალ მივალ და ვცემ. ეს ბიჭი არ მომწონს, - განაცხადა როდრიგესმა.