ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მიმდინარე წლის თებერვალში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და მისი პოპულარობა მსოფლიოს გარშემო რეკორდული სისწრაფით გაიზარდა.
ამ მომენტისთვის ილია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მებრძოლია და მის ჩხუბებზეც საპრიზო ფონდი კარიერის მანძილზე სულ უფრო მზარდი იყო.
UFC-ში თოფურიას 7-ჯერ უჩხუბია და ყველა დაპირისპირება მოიგო. პირველი ბრძოლა 2020 წელს იუსუფ ზალალთან გამართა, რომლის შემდეგაც 38 500 დოლარი გამოიმუშავა.
დეიმონ ჯექსონთან - 52 000 დოლარი
რაიან ჰოლთან - 52 000 დოლარი
ჯაი ჰერბერტთან - 98 000 დოლარი
ბრაის მიჩელთან - 154 500 დოლარი
ჯოშ ემეტთან - 200 000 დოლარი
ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან - 532 000 დოლარი
ჯამში ილიამ 7 ბრძოლაში 1 126 500 დოლარი გამოიმუშავა. მისი შემდეგი ჩხუბი მაქს ჰოლოვეისთან მისთვის სარეკორდო შემოსავლის მომტანი იქნება.