1 წლის და 4 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მან მხოლოდ 195 წუთი ითამაშა - რა სტატია ვრცელდება გაგნიძის შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბიურთელი ლუკა გაგნიძე დღემდე მსოკოვის "დინამოში" ირიცხება, სადაც სათამაშო დროს პრაქტიკულად არ იღებს.

მედიაში სწორედ 21 წლის ჩამშლელის შესახებ იწერება სტატია, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ლუკას უსამართლოდ ექცევიან:

"დიდი ტალანტი საქართველოდან, რომელიც დინამომ 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა. გაგნიძე ნამდვილად არ ჯდება "თეთრ-ლურჯების” მესაჭეთა გეგმებში. თუკი ლუკამ ამ სეზონში რუსეთის თასზე 381 წუთი ითამაშა, რუსეთის პრემიერლიგაში მოკრძალებული დრო - 195 წუთი მიიღო"

"ლუკა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ საკმაოდ ბევრი სუსტი წერტილი აქვს. დაცვაში პროგნოზირებადია. ვერ ახერხებს თავისუფალი ზონების სათანადოდ დაკეტვას. დინამოს მოედნის ცენტრში სერიოზული კონკურენციაა. ამ პოზიციაზე პრეტენდენტები არიან: ფორმინი, ჩავესი, უნივერსალი ლასკალტი, კარასკალი. მათ ფონზე ქართველი უფერულად გამოიყურება"

"გაგნიძეს დინამოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს. სკამზე ჯდომასა და პოტენციალის გაფლანგვას აზრი არ აქვს. აქ ორი ვარიანტია - ან იჯარით სხვა, შედარებით მოკრძალებულ კლუბში გადასვლა, ან დინამოს კოლექტივის სრულებით დატოვება. გულშემატკივრებს გული არ დასწყდებათ. პირიქით, შეიძლება ისიც კი გაიხსენონ, როგორ შეაჩერა 2022 წელს ქართველმა მოსკოველებთან კონტრაქტი და რაკუვში გადაბარგდა", - წერს ერთ-ერთი გამოცემა.

Facebook კომენტარები