6 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოში გადადის - ტრანსფერი დადასტურდა

ქართული კლუბი მცველების შემადგენლობას კიდევ ერთი ლეგიონერით გააძლიერებს. დავით მინაშვილის განცხადებით, „ტორპედოში“ მალე „ლივერპულის“ და „პსჟ’-ს ყოფილი ფეხბურთელი, მამადუ საქო ითამაშებს. ქართველი კომენტატორის თქმით, ინფორმაციას "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს.

34 წლის ფეხბურთელი ქუთაისური კლუბის შემადგენლობას მალე შეუერთდება, თავისუფალი აგენტის სტატუსით. ქართული გუნდი ევროპული ტურნირის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას აპირებს. „ტორპედო“ წლევანდელ სეზონში უეფას კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას შეეცდება, ახალ ცენტრალურ მცველთან ერთად.

ახალ შემადგენლობასთან ერთად, „ტორპედო“ ევროპული ტურნირის პირველ შეხვედრას 11 ივლისს გამართავს. 

Facebook კომენტარები