7 თვის და 1 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ვინ წარადგენს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს - სრული შემადგენლობა ცნობილია

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს წელს აბუ დაბი უმასპინძლებს. ტურნირი 24 მაისს დაიწყება და მის ფარგლებში საქართველოს სახელით ჯამში 16 ძიუდოისტი იბრძოლებს. 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლებს შორის დასახელებული გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი ასევე ინდივიდუალურ ტურნირზეც წარადგენენ საკუთარ ქვეყანას. 

მათთან ერთად, გუნდურ სახეობაში საქართველოს სახელით იასპარეზებენ ალექსანდრე თავხელიძე, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა ბაბუციძე და გიორგი ჯავახიძე. ქართველი ძიუდოისტები შარშანდელ გუნდურ ტურნირზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას შეეცდებიან. დოჰაში ჩატარებულ ჩემპიონატზე მათ ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.

საერთო ჯამში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართული ტურნირის ფარგლებში ქართველ ძიუდოისტებს 15 ქვეყნის წარმომადგენლობა დაუპირისპირდება.

Facebook კომენტარები