ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი კლუბი "მეცის" ქართველი თავდამსხმელის, ჟორჟ მიქაუტაძის შეძენას ცდილობს.
Ouest Frnace-ის ინფორმაციით, მიქაუტაძის გადაბირება "რენს" სურს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.
23 წლის ქართველი "აიაქსის" საკუთრებაში იმყოფება და ის ამ ეტაპზე ფრანგულ "მეცში" იჯარით თამაშობს. ჟორჟს ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშრებს.
მიქაუტაძე ამჟამად ბრწყინვალე ფორმაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისით დაინტერესებას სხვა ევროპული კლუბებისგანაც უნდა ველოდეთ. ჟორჟმა ზედიზედ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 8 გოლი მიითვალა. ქართველმა შემტევმა საფრანგეთის ჩემპიონატში მთლიანობაში 19 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 13 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.