ქართველი ლეგიონერი ფრანგი გულშემატკივრების გაოცებას აგრძელებს. „ლიგა 1“-ის ფარგლებში გამართულ რიგით 33-ე ტურში მიქაუტაძის გუნდი „სტრასბურგს“ ესტუმრა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. თუმცა, შეხვედრა ქართველი ფეხბურთელისთვის მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოდგა.
გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ თამაშშიც შეძლო გოლის გატანა, რითაც საკმაოდ ორიგინალური რეკორდის დამყარება შეძლო. ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგაში სათამაშოდ ზამთარში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ზამთრიდან დღემდე მიქაუტაძემ უკვე 11 გოლის გატანა მოახერხა „ლიგა 1“-ში, რაც ზამთარში საფრანგეთში გადასულ ფეხბურთელებს შორის აქამდე არავის მოუხერხებია. „სტრასბურგის“ კარში გატანილი გოლის ჩათვლით, გიორგი მიქაუტაძემ ამ სეზონში უკვე 13 გოლი გაიტანა და საკუთარი რეკორდის გაუმჯობესების შანსიც აქვს.