7 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ვინ წარადგენს საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე - ქართველი მებრძოლის ორმაგი წარმატება

საქართველოს სახელით ოლიმპიურ ტურნირზე კიდევ ერთი მებრძოლი იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე საფრანგეთში ასპარეზობის უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდათ გივი მაჭარაშვილს, გენო პეტრიაშვილს და გოდერძი ძებისაშვილს. თუმცა, ახლახან თურქეთში გამართული სალიცენზიო შეხვედრებში გამარჯვების შედეგად პარიზში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გაემგზავრება.

ვლადიმერ გამყრელიძემ სტამბულში სამი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თავისუფალი ჭიდაობის ტურნირზე მონაწილე ქართველმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა და ამის დამსახურებით, ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყნის სახელით გამოსვლაც დაიმსახურა. გამყრელიძემ თურქეთში გამართული ტურნირის ფარგლებში შვეიცარიის, მოლდავეთისა და უკრაინის წარმომადგენლების დამარცხება შეძლო. საბოლოო ჯამში იგი ტურნირის ნახევარფინალში, ბულგარელ მოჭიდავესთან დამარცხდა. 

Facebook კომენტარები