უცხოურ მედიაში, ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ახალი სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც იწერება, "ალ-ნასრის" 39 წლის ვარსკვლავის შეძენა ერთ-ერთ ევროპულ გუნდს სურს.
ასევე ცნობილია, რომ ეს გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თუმცა ვინაობა ჯერ-ჯერობით დასახელებული არ არის.
აქვე შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.