როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის თაოსნობით საქართველო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. ფრანგმა სპეციალისტმა ამ დიდებულ შედეგს მუშაობიდან 3 წელში მიაღწია.
ამ წარმატების შემდეგ, ქართველმა გულშემატკივარმა ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი მალევე დაიწყო.
ამის შესახებ კი თავად ვილიმ ისაუბრა:
"აქამდე საქართველო ევროპის ჩემპიონატზე არასდროს გასულა, საბერძნეთის დამარცხების მეორე დღეს კი, ქართველები უკვე მერვედფინალში გასვლაზე საუბრობდნენ. (იცინის)"
აქვე შეგახსენებთ, რომ F ქვეჯგუფში ჩვენი ნაკრების ოპონენტები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან.