1 კვირის და 3 დღის უკან
ნიკა ზირაქაშვილი
Aa

ვის ედება ბრალად მარადონას გარდაცვალება? - გამოძიების ახალი დასკვნა ცნობილია

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს. დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან უკვე 3 წელზე მეტია გასული, თუმცა აღნიშნული ფაქტის ირგვლივ ჯერ კიდევ მრავალი დეტალის გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დღემდე არ გამოქვეყნებულა მარადონას გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ეჭვმიტანილების სიაში 8 ადამიანია მოხსენიებული. 

სწორედ მათ მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნდა კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მკურნალმა ექიმმა მარადონას დასალევად მისცა ისეთი წამალი, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის ორგანიზმმა სათანადოდ ვერ გადაამუშავა. გამოძიების თანახმად, სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია მარადონას ინტოქსიკაცია. 

დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეში სწორედ მისი ექიმები არიან მთავარი ეჭვმიტანილების სიაში. მათი ბრალეულობის შანსს კიდევ ერთი ფაქტი ამძიმებს. ექსპერტიზის წარმომადგენლებმა ცნობილი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საკმარისი რაოდენობის მასალა გადასცეს ლაბორატორიას. თუმცა, 500 გრამიდან მხოლოდ 24 გრამის გამოყენება მოხდა ექსპერტიზის მიმდინარეობისას, დანარჩენი მასალა კი გაუჩინარდა. არსებობს ეჭვი, რომ სამხილების გაუჩინარება სწორედ ექიმებმა განახორციელეს, საკუთარი ბრალეულობის დასამალად.

Facebook კომენტარები