1 კვირის და 4 დღის უკან
ნიკა მშვილდაძე
Aa

მამუკა ჯუღელი დე ლაურენტისს პირადად გაესაუბრა - რა გადაწყდა შეხვედრაზე

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

კერძოდ, მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი "ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს პირადად შეხვდა.

როგორც ირკვევა, მათ ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის თაობაზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისი ახალი ხელშეკრულების მიხედვით ხვიჩასთვის სამჯერ მეტი ხელფასის გადახდას გეგმავს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამჟამად ახალგაზრდა ვინგერის წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე გეტყვით, რომ კვარას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

Facebook კომენტარები