1 კვირის და 5 დღის უკან
ნიკა ზირაქაშვილი
Aa

ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ლიგის საუკეთესო გუნდში მოხვდა - ოთარ კაკაბაძის წარმატება

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში რიგით 31-ე ტური გაიმართა. ამჯერად, „ექსტრაკლასას“ საფეხბურთო კვირამ ქართველი გულშემატკივრისთვის საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. აღნიშნული ტურის ეპიცენტრში, სხვა გამორჩეულ ფეხბურთელებთან ერთად ოთარ კაკაბაძეც მოექცა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი „კრაკოვია“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „გორნიკ ზაბრზეს“ შეხვდა და საკმაოდ დიდი ანგარიშით დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას მეტოქის კარში გოლის გატანა ოთარ კაკაბაძემაც შეძლო. მატჩი საბოლოოდ 5:0 დასრულდა, ხოლო კაკაბაძე კი წარმატებით ჩატარებული შეხვედრის შედეგად ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

“Sofascore”-ის შეფასებით, კაკაბაძემ თამაში 8.3 რეიტინგის დონეზე ჩაატარა და საკუთარ გუნდელებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდი პოლონეთის საფეხბურთო ლიგის ცხრილში ამჟამად მეთოთხმეტე ადგილს იკავებს, ხოლო კაკაბაძის მიერ დამარცხებული „გორნიკ ზაბრზე“ მესამე ადგილზეა.

Facebook კომენტარები