6 თვის და 3 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

რა გადაწყვეტილება მიიღეს საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში, "მეცისა" და "რენის" მატჩში გიორგი მიქაუტაძემ წითელი ბარათი მიიღო.

ბუნებრივია, წესების მიხედვით ქართველმა შემტევმა დისკვალიფიკაციის გამო შემდეგი მატჩი უნდა გამოტოვოს.

თუმცა, როგორც იწერება, ამ საკითხთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა.

კერძოდ, აღნიშნული მატჩის მსაჯმა LFP-ის სადისციპლინო კომიტეტს მიმართა წერილობით, რუდი ბუკემ აღიარა საკუთარი შეცდომა და კომიტეტს მოუწოდა, ქართველს წითელი ბარათი გაუუქმონ.

ასე რომ, სხდომა 7 მაისს გაიმართება და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, წითელი ბარათი დიდი ალბათობით გაუქმდება.

Facebook კომენტარები