1 კვირის და 6 დღის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

“როგორც იქნა, ქართველმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნახევარმა საქართველომ დამარხა” - გვარამიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარმიამ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელია შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

კერძოდ მან ხვიჩას 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდელთა ნაკრებში არ თამაშზე ისაუბრა:

“ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო"0

"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი.  მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი - გინდა ასე შეხედე, გინდა ისე”. - განაცხადა გვარამიამ.

Facebook კომენტარები