2 კვირის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

მამუკა ჯუღელის საგანგებო განცხადება!

როგორც მოგეხსენებათ, ფოთის "კოლხეთი" წინა სეზონის ეროვნული ლიგა 2-ის დაძაბული ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონის სტატუსით ეროვნულ ლიგა 1-ში დაწინაურდა. მათ უშუალო კონკურენტთან, საგრეჯოს "გარეჯთან" ფრე 1:1 ითამაშეს რითაც გუნდი აღზევდა.

ამ წარმატების შესახებ, მეგრული გუნდის მფლობელმა და ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ისაუბრა:

"მადლობას ვუხდი კლუბის დირექტორს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, კლუბში მომუშავე პერსონალს, გულშემატკივრებს, ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებას, მედიას, ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც „კოლხეთის“ ამ წარმატებაში წვლილი შეიტანეს“ - თქვა ჯუღელმა.

აქვე მოგახსენებთ, რომ მამუკა გუნდს 2022 წლიდან მართავს, მაშინ "კოლხეთი" ჯერ კიდევ ლიგა 3-ში გამოდიოდა. მისი კლუბში მოსვლის შემდეგ გუნდმა ჯერ რანგით მესამე ჩემპიონატი მოიგო შემდეგ მიჯრით ლიგა 2-ის ჩემპიონიც გახდა, ახლა კი ეროვნული ლიგის მე-6 ადგილზე იმყოფება.

Facebook კომენტარები