6 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ავსტრიის ნაკრები გასაგებია, თუმცა საქართველოს მთელი გულითა და სულით ვუქომაგებ" - რას წერს ავსტრიელი ფანი ინტერნეტში

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ელის.

ამ ფაქტთან დაკავშირეით, როგორც ქართულ ისე, უცხოურ მედიაშიც ბევრი იწერება და ბევრი აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ასპარეზზე გამოჩენას.

ერთ-ერთ ქართულ ფეისბუქ ჯგუფში ავსტრილი გულშემატკივარი წერს, რომ ის მომავალ ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს დაუჭერს მხარს:

"როგორც ავსტრიელი, რა თქმა უნდა ევრო 2024-ზე პირველ რიგში ავსტრიის ეროვნულ გუნდს ვუგულშემატკივრებ"

"თუმცა მეორე გუნდი, რომელსაც მთელი გულითა და სულით ვუქომაგებ არის საქართველო. რამდენიმე მიზეზის გამო ამ გუნდიდან ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ბუდუა...", - წერს ავსტრიელი ქომაგი სოციალურ ქსელში.

როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის ნაკრები უცხოელებსაც ესიმპატიურებათ.

Facebook კომენტარები