ბუნდესლიგა 2-ის 32-ე ტურში "ჰანსა როსტოკმა" "კარლსრუე" მიიღო, სადაც სტუმრებმა ანგარიშით 1:2 გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ბუდუ ზივზივაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა.
საგულისხმოა ისიც, რომ ქართველმა ფორვარდმა გოლი პირველ ტაიმშიც გაიტანა, თუმცა VAR-მა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
რაც შეეხება ბუდუს შეფასებას, "SofaScore"-სგან 30 წლის შემტევმა 7.7 შეფასება მიიღო.