"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, იტალიურ გუნდში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს და "ბარსელონაში" მომავალი წლის ზაფხულში გადაბარგდეს.
როგორც Ronit იტყობინება, კვარაცხელიამ "ბარსას" ნათლად ანიშნა, რომ ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბებთან შედარებით პრიორიტეტს "ბლაუგრანას" ანიჭებს, თუმცა, პრობლემას კატალონიელთა ფინანსური მდგომარეობა ქმნის. აშკარაა, რომ "ბარსელონას" 23 წლის შემტევის გაფორმება გაუჭირდება.
წყაროს ინფორმაციით, კვარაცხელია მზადაა, ერთი სეზონი მოიცადოს. ხვიჩა "ნაპოლიში" კიდევ ერთი წლით დარჩენას არ გამორიცხავს, თუ "ბლაუგრანა" ქართველს იმის გარანტიას მისცემს, რომ შეთავაზებას 2025 წელს გაუკეთებს.
ცნობისთვის, კვარაცხელიას "აძურისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ზაფხულში იწურება.
ხვიჩას სტატისტიკა "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში ასეთია: 42 მატჩი, 10 გოლი, 9 ასისტი.