მედაიში გავრელებული ცნობების თანახმად, ირლანდიის ნაკრებს ახალ მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების თავკაცი, ვილი სანიოლი სურს.
მათი ეს სურვილი "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე კვალიფიკაციამ უფრო გაამძაფრა, ისინი უკვე საქმეზე გადავიდნენ.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, "Thesun" წერს, რომ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ვილი სანიოლის პასუხს ელის.
რამდენადაც ცნობილია, მათ ახალი მწვრთნელის დანიშვნის საქმე გადადეს, რადგან ვილის საქართველოსთან ერთდ ევროპის ჩემპიონატზე აქვს სათმაშო.
როგორც ჩანს, მას შემდეგ ფრანგ სპეციალისტს არჩვენის საშულება ექნება: დარჩენა საქართველოში ან გადაბარგება ირლანდიაში.
ვილიმ ქართველების ოცნების ასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა, მომავალში რაც არ უნდა მოხდეს ის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.