2 კვირის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

"მან ყველას დაანახა, რომ..." - ჩაკვეტაძემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ "Geo Team"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ჩაკვემ თავის თანაგუნდელზე და მეგობარზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი:

"ხვიჩა მაგარი ბიჭია, მისი ტრანსფერი "ნაპოლიში" რატო არ უნდა გახარებოდა ვინმეს, ამას ვერც ვხვდები. ამ ტრანსფერმა იმოქმედა ყველაზა, რადგან ყველას დაანახა, რომ ქართველს უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში"

"ის მოტივაციაა არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის,, რადგან ვხედავთ, რომ ქართველი ასეთ დონეზე თამაშობს. მეც მისი ერთ-ერთი გულსემატკივარი ვარ", - თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე.


Facebook კომენტარები