როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 23 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ და მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა.
მედიის ცნობით, არსებობს დიდი შანსი, რომ მომავალ სეზონში კვარამ გუნდში გამოიცვალოს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, პიოლა ბარჯიჯა ვარაუდობს, რომ კვარა მომავალ წელს “ნაპოლის” დატოვებს და მან მისი პოტენციური შემცვლელის ვინაობაც გაამხილა:
“როგორც სიტუაციას ვაკვირდები, ოსიმენი “ნაპოლისთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და გუნდს დატოვებს. სატრანსფერო ბაზარი საკმაოდ უცნაური და ბევრი რამ იცვლება, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ოსიმენი “პარტენოპეის” დაემშვიდობება.
იგივე სიტუაციაა გვაქვს კვარაცხელიასთან შემთხვევაში. ქართველი შემტევი ნაპოლიდან მომდევნო წელს წავა. იტალიური აკვირდება მის შემცვლელად იესპერ კარლსონს, რომელიც ამჟამად ალკმაარში ასპარეზობს". - განაცხადა ბარჯიჯამ.